11 °C თბილისი, საქართველო | 2020-10-31  
07:30:39

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 22.1%-ით გაიზარდა

By: Admin
2020-09-15 13:30:27
204

2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share