30.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-27  
12:46:38

ქუმსიშვილი: ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციას ინდივიდუალურად განიხილავს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირი  დაიწყებს საწარმოების ინდივიდუალურად  განხილვას მათთვის აკრედიტაციის მისაცემად.

როგორც ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინაა წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ასოცირება, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ რათა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ევროკომისართან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმების გარდა, საუბარი  საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე წარიმართა.

 

(NS)

Share