31.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-08-02  
13:56:38

თურნავა - რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს

By: Admin
2020-07-27 17:18:06
204

„რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ რკინიგზის პრივატიზაციაზე შეიძლება დაფიქრება.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრმა იგულისხმა ის რეფორმები, რაც რკინიგზასთან დაკავშირებით უნდა გატარდეს.

„რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს. რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მიერ, ესაა რეფომა, რომელიც აუციებლად უნდა განხორციელდეს, მათ შორის რკინიგზასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ იგივე ჩვენი ვალდებულებები, რაც ევროკავშირის მიმართ გვაქვს აღებული და ევროპული მოდელის მსგავსი ინფრასტრუქტურული საწარმოებისა და რკინიგზის შექმნა ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Share