31.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-27  
13:54:06

ნათია თურნავა - არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები

By: Admin
2020-08-05 12:33:02
204

არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეისებზე, რომლებიც საქართველოში მოფრინავს, ¾ უცხოელი ტურისტები არიან.

"თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფთანზა“, „ეარფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება და დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი “ეარბალტიკის“, რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში.

შიძლება ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობა, მგზავრების ¾ უცხოელი ტურისტები არიან, საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, ვისაც სურთ, რომ ესტუმრონ საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო მიმზიდველობასთან ერთად არის უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Share