29.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-08-02  
12:26:33

კობა გვენეტაძე - ვფიქრობ, რომ 2020 წლისთვის საქართველოში ეკონომიკური ვარდნა -5% იქნება

By: Admin
2020-08-05 15:51:25
204

„ამ ეტაზე 2020 წლისათვის განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ზრდის პროგნოზის ცვლილება გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებამ გამოიწვია.

„მსოფლიოში საკმაოდ რთული ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია ძლიერი გავლენა იქონია ეკონომიკებზე და უარყოფითი შედეგების დაძლევა ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა. ამ ეტაზე 2020 წლისთვის, განახლებული პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. მოგეხსენებათ, წინა პროგნოზი -4% იყო. ზრდის პროგნოზის ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share