14.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-09-24  
17:24:07

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურზე ფასი არ გაიზრდება

By: Admin
2020-11-27 15:00:24
204

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასი არ გაიზრდება.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუბსიდირებენ.

„არაერთხელ ვთქვით, რომ პური არის განსაკუთრებულად სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ჩვენ გვქონდა მუშაობა, რეგულარული შეხვედრები მწარმოებლებთან, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს.

პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან. მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 31 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას საერთაშორისო ბაზრებზე, იცით,რომ ხორბალი განსაკუთრებული ვაჭრობის საგანია და ბევრი ფაქტორი განაპირობებს მის ფასს. შესაბამისად,იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ფასები, მივიღებთ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share