31.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-27  
13:51:42

თურნავა - ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია

By: Admin
2020-12-03 13:19:36
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საგარეო ვალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია.

თურნავას თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის თანხას იმისთვის, რომ უსაფრთხოდ  მოემსახუროს საგარეო ვალს.

„ყველა მინდა დავამშვიდო და დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი და ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ გარე სესხების გაზრდა, რადგან ცალეკეული სესხების აღებით სახელმწიფო საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი. მისი გაჯანსღების პროცესი უკვე დაწყებულია.

ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის თანხას იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს“, - განაცხადა ნათია თურნავა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share