22 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-16  
15:37:59

როგორ მოვიქცეთ თუ სახლიდან გვსურს ფულის გამომუშავება

By: Admin
2021-02-27 13:10:20
204

ტექნოლოგიის განვითარებასთნ ერთად იცვლება ჩვენი ცხოვრება და მიდგომა ცხოვრების სტილზე. მუდმივად რაღაც იცვლება სამყაროში, რაღც ვითარდება, რაღაც კი დასასრულისკენ მიდის. ახალი გზების აღმოჩენა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, დღეს წაშლილია ზღარი შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის. შესაბამისად შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა სამუშაოს მიმართ, დღევანდელ რეალობაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა კომფორტს მივაღწიოთ და შესაძლებლობა გვქონდეს საყვარელი საქმე ვაკეთოთ. თუ ძველად ფიზიკური საქმიანობა იყო ყველაზე გავრცელებული, დღეს ამას მანქანები ანაცვლებენ, რაც გზას ხნის უფრო მეტი მოთხოვნა ინტელექტუალურ საქმეს დავუთმოთ.

 პანდემია ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა კომპანიებისთვის, შეეცვალათ მიდგომა და მეტად პორტალური და მოქნილები ყოფილიყვნენ, ყურადღება უფრო მეტად დაეთმო ციფრულ სამყაროს და ჩვენი რუტინაც დღეს უფრო მეტადაა მიჯაჭვული სოციალურ ქსელებთან. ეს ერთი შეხედვით ცუდი ფაქტია, თუმცა ასევე ქმნის უამრავ შესაძლებლობას. ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ დასაქმებას ეხება, რომელიც იქნება დისტანცირებული და სახლიდან შეძლებთ ანაზღაურების გამომუშავებას, მისი რაოდენობა კი მხოლოდ თქვენს უნარებზე იქნება დამოკიდებული.

უამრავი სხდასხვა საქმიანობა ციფრულდება, ინგრევა ძველი მიდგომები და იქმნება ახალი შესაძლებლობები. ერთ-ერთი ასეთი სფეროა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კომპანიების ბინების გაყიდვა ერთგვარი ასპარეზია, სადაც აუცილებელია ბევრ ხელსაწყოს იყენებდე.

სხვა მხრივ რომ შევხედოთ, დღეს სულაც არ არის აუცილებელი საჭირო ადამიანს იცნობდეთ, ვინც იცის ბინები სად შეიძლება შეიძინოთ, უბრალოდ თავად შეგიძლიათ მოძებნოთ ისეთი ბინა, როგორიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს ფაქტი კი თავის მხრივ წარმოშობს კიდევ ერთი საქმიანობის საჭიროებას, რომლის მთავარი მიზანი ბინის მყიდველსა და გამყიდველს შორის საქმიანი ურთიერთობის ისე წარმოებაა, რომ ორივე მხარე მოგებული დარჩეს. ბინების გაყიდვა ხომ ბევრ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ამიტომ ადამიანები უმეტესობას ურჩევნია ეს საქმე სწორედ ამ ხალხს მიანდოს, თუმცა რაღაც კუთხით მოლაპარაკების წარმოებისას, შეიძლება სანდოობის პრობლემა გაჩნდეს.

სწორედ ამ პრობლემას აგვარებს ახლადშექმნილი სტარტაპი ლიდინი, რომელიც აერთიანებს ასოცირებულ ბროკერებსა და დეველოპერულ კომპანიებს. თუ დაინტერესებული ხართ მარტივად გამოიმუშავოთ თანხა, ისე რომ ოფისში არ გიწევდეთ სიარული, ლიდინის პლატფორმა განსაკუთრებული შანსია. მთავარი იდეა მარტივია - პლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ჩაერთოს ამ საქმიანობაში და დამატებით გამოიმუშაოს ანაზღაურება, რომელიც შეიძლება 10 000 ლარამდეც კი იყოს. ბინების გაყიდვა დეველოპერებისთვისაც უფრო კომფრორტულია, რადგან 1000 -მდე ბროკერი, სწორედ მათ ეხმარება გაყიდვაში.

წესები უმარტივესია: რეგისტრაციის შემდეგ გახდებით ბროკერი და გექნებათ შეთავაზებები სხვადასხვა დეველოპერული კომპანიებისგან საკუთარ ბინებზე. პლატფორმაზე განთავსებულია უამრავი ბინა, რაც არჩევანს მეტად აფართოებს. თქვენი მთავარი მისია იქნება მოიძიოთ ისეთი ადამიანები, ვისაც სურს ბინის შეძენა და დაეხმაროთ, თავად აურჩიოთ სასურველი ბინა და შესთავაზოთ. არჩევანი გაკეთების შემდეგ თქვენ სრულად ეხსნებით მოლაპარაკებას, დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი თავად დაუკავშირდება მას და შეთანხმდებიან მისაღებ პირობებზე, რაც არ ბადებს მესამი პირის ჩართულობის საჭიროებას და უფრო მეტად გამჭვირვალეა.

(NS)

Share