24.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-24  
00:12:27

ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დახმარების მობილიზებაში დაეხმარება

By: Admin
2021-05-07 14:18:38
204

ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს, - ამის შესახებ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარებისთვის აქტიურად იმუშავებს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის, ქართული საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ევროპაში, გლობალურად კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიც არის. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდეთ, სხვადასხვა სფეროში უკეთესი ხარისხი შევქმნათ, აშშ-დან ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების მოზიდვის, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც“, - განაცხადა მან.

ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებაში ყველა რესურსი იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში.

„საქართველოს მიმართულებებია, უფრო ციფრული გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო ამით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე, სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ იმაში ვხედავ ჩემს როლს, დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

Share