13.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-10-23  
11:38:18

წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა, იანვარ-ივლისში – 12.2%-ით

By: Admin
2021-08-31 11:46:09
204

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის, იანვარ-ივლისის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 12.2%-ია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, ხოლო ამავე წლის პირველ შვიდ თვეში, ჯამურად – 5.8%-ით. 
2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში და ვაჭრობის სფეროში. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

Share