18.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-06-28  
02:00:33

2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2022-01-17 11:58:53
204

2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.

2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.

Share