19.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-06-27  
23:59:27

BBC - „ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს“

By: Admin
2022-04-13 13:01:16
204

ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი - ამ სათაურით BBC ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს. სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა  საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

„მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს“.- წერს BBC-ის ჟურნალისტი.

„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, მიყვება შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი, როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება.   ნიახურის ფოთლებით დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს.  ფხალი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და  ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“.-წერს სარა ფრიმენი. 

სტატიაში აღწერილია ქართული კერძები,  თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე  კვების ობიექტები სადაც შესაძლებელია  ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა. 

https://www.bbc.com/travel/article/20220406-pkhali-georgias-versatile-vegan-appetiser

 

 

 

 

Share