28.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-10-01  
17:34:42

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
2022-04-21 17:32:09
204

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0358 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0273 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3105 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2864 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0241 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Share